ბლოგი
აგატი
20 April, 2024, 08:42    649    ID: 5086   

აგატის მაგიური თვისებები

ამ მინერალის მფლობელი ყოველთვის სასიამოვნო მოსაუბრე იქნება საზოგადოებაში და მხოლოდ სიმპატიებს თუ გამოიწვევს გარშემომყოფებში, რადგანაც აგატი კეთილად განაწყობს ადამიანებს მფლობელის მიმართ, აუმჯობესებს გონებრივ შესაძლებლობებს და მეტყველების უნარებს. აძლიერებს თვითრწმენას ადამიანში და მის ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს. იცავს საშიშროებებისგან და ნეგატიური ენერგიებისგან.

აგატი დიდხანს სიცოცხლის და ჯანმრთელობის სიმბოლოა. ამბობენ რომ მას კოლოსალური მაგიური ენერგეტიკა აქვს. ადამიანს ავი თვალისგან და ენერგო ვამპირებისგან იცავს.

აგატი ასევე იდეალურია საყიდლების დროს, რადგან მფლობელს არასაჭირო საყიდლებისგან და ფულის ზედმეტი ხარჯვისგან იცავს. იდეალური დამხმარეა ფულის ყაირათიანი ხარჯვის გამოსამუშავებლად და ფინანსების სწორად განკარგვისთვის. იმის გარდა, რომ ლამაზად საუბარს უწყობს ეს მინერალი ხელს და კარგად მოსმენადი ხდება მისი მფლობელი გარშემომყოფებში, აგატი სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება ადამიანს. ასევე სწორი ქმედებებისკენ უბიძგებს  და უფრო შორსმჭვრეტელს ხდის მას.

აგატი ასევე ერთგულების თილისმაც არის, რომელიც წვყილებს შორის ერთგულებას უწყობს ხელს.

 

აგატი და ასტროლოგია

აგატი განსაკუთრებით   კუროს და ტყუპების ზოდიაქოს ნიშნებზე მოქმედებს დადებითად. შემოქმედებითი ტყუპებისთვის კი ნამდვილი თილისმა შეიძლება გახდეს. საერთოდ  აგატი ყველა ზოდიაქოსთვის დადებითი მინერლია.