ქვების სამყარო ბევრად უფრო ძველია, ვიდრე მცენარეთა და ცხოველთა სამყარო. ჩვენს გარშემო არსებული მინერალები არიან ჩუმი მოწმენი იმისა, რაც მოხდა დედამიწაზე მრავალი მილიონი წლის წინ. მათ, რომლებმაც იციან როგორ „მოუსმინონ“, ბევრი რამის თქმა შეუძლიათ. შემთხვევითი არ არის, რომ უძველესმა მეცნიერებმა, ფილოსოფოსებმა და ექიმებმა ამდენი დრო დაუთმეს კრისტალების და მათი თვისებების შესწავლას. ქვების სამკურნალო და ჯადოსნური შესაძლებლობები აღწერილია ჰეროდოტეს, პლატონის, არისტოტელეს, ალ ბირუნის თხზულებებში.
ჩვენ, მინერალებს მივიჩნევთ ბუნების უცვლელ ნაწილად, სინამდვილეში კი ისინი, ისევე როგორც ყველა ცოცხალი არსება, იბადებიან და განიცდიან მრავალფეროვან ცვლილებებს. თითოეულ ქვას აქვს თავისი ბედი. ძველ დროში ადამიანები, რომლებიც ბუნებასთან მჭიდრო კავშირში ცხოვრობდნენ, ქვებს ცოცხალ არსებად თვლიდნენ, ისევე, როგორც ცხოველებსა და მცენარეებს.
სერპენტინი
სერპენტინის ქვას აქვს უნარი მოიზიდოს სიყვარული და ფული მისი მფლობელისთვის. ასვეე, ეს მშვენიერი მინერალი ჯანმრთელობისა და სიძლიერის სიმბოლოა. სერპენტინი აძლიერებს ენერგიას, გამძლეობას, სიმტკიცესა და თვითკონტროლს. ქვის ჯადოსნური თვისება გამოიხატება იმაში, რომ ის ათავისუფლებს დაძაბულობას, შფოთვას, გამორიცხავს დაბნეულობასა და ნერვიულობას. ეს ქვა ხელს უშლის ნეგატიურ აზროვნებას. დიახ, სერპენტინს მოაქვს სულიერი წონასწორობა, რაც ძალიან დაგეხმარებათ თქვენი ემოციებისა და ვნებების კონტროლში.