ბლოგი
ავანტიურინი
19 April, 2024, 05:22    1250    ID: 5074   

თუკი თქვენ საყვარელი ადამიანის დანახვისას გული სიხარულით გევსებათ, ცხოვრებას ვარდისფრად ხედავთ და შეგიძლიათ, რომ ამ სიყვარულისთვის ყველაფერზე წახვიდეთ, მაშინ ავანტიურინი თქვენი ქვაა. ის საიმედოდ აკავშირებს შეყვარებულების გულებს და ქმნის ჰარმონიას წყვილებს შორის. ეს ქვა ძირითადად გვხვდება მწვანე, ყავისფერ და მოყვითალო ფერებში.

ავანტიურინი საკმაოდ ძლიერი ქვაა. ეს ქვა აძლიერებს თვითრწმენასა და შემოქმედებით პოტენციალს. აღიარებაში ეხმარება მწერლებს, მხატვრებს, მუსიკოსებსა და ხელოვნების სფეროში მოღვაწე ადამიანებს. ავანტიურინს, ასევე იყენებენ მატერიალური კეთილდღეობის მოზიდვისთვისაც. ძალიან კარგია თავში დაურწმუნებელი ადამიანებისათვის, რადგანაც ავანტიურინი მატებს მათ თავდაჯერებულობას, შინაგან სიძლიერესა და თვითრწმენას.

 

სამკურნალო თვისებები

ავანტიურინი გამოიყენება გულის პრობლემების დროს. ასევე კარგია მხედველობისათვის. იყენებენ ნერვიული სისტემის დასამშვიდებლად, მაღალი წნევისა და ალერგიის დროს.