ბლოგი
Lotus Fun Jewelry
29 March, 2024, 01:16    1647    ID: 5065   
შთაგონებული ფლორისა და ფაუნის ურთიერთჰარმონიული შერწყმით. Lotus Fun არის ბრენდი, რომელიც აფიქსირებს ბუნების უმშვენიერეს მომენტებს. ჩვენი ხელნაკეთი, უნიკალური და დახვეწილი სამკაულები, თქვენს ცხოვერებას კიდევ უფრო გაალამაზებს.
 
ჩვენ ვიყენებთ უმაღლესი სინჯის ვერცხლს (925). ძვირფასი მეტალის რბილი ხასიათი, საშუალებას გვაძლევს ჩვენი ფანტაზიები ვაქციოთ რეალობად. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი ფანტაზია უსაზღვროა, რადგან ინსპირაციის წყაროს წარმოადგენს დედაბუნება. ჩვენი ხელნაკეთი სამკაულები არის მოდური, დახვეწილი და მრავლისმთქმელი. Lotus Fun - ის ძვირფასეულობა ქალბატონებს საშუალებას აძლევს წარმოაჩინონ თავიანთი ბუნებრივი სილამაზე და გამოკვეთონ საკუთარი პერსონა.
 
სიმართლე ისაა რომ ჩვენ ძალიან გვიყვარს ის, რასაც ვაკეთებთ. ჩვენი სამკაულების ჩანახატები იქმნება ბუნების თითოეული დეტალის გთვალისწინებით. ჩვენ მართლა გვიყვარს ბუნება, სწორედ ამიტომ, გაყიდული ძვირფასეულობის სანაცვლოდ, ბუნებას უკან ვუბრუნებთ თითო ნერგს.