ბლოგი
ვერცხლის მაგია
21 November, 2024, 10:27    2440    ID: 5052   
ვერცხლი ერთ-ერთი პირველი ლითონია, რომელსაც პლასტიურობის გამო, ადამიანები საკულტო ნივთების, ჭურჭლისა და სხვადასხვა სახის სამკაულების დასამზადებლად იყენებდნენ. კაცობრიობის ისტორიაში, იყო პერიოდი, როდესაც ვერცხლი ოქროზე ძვირად ფასობდა. წერილობითი წყაროების მიხედვით, ვერცხლის სამკაულს და სამოსის აქსესუარებს ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში ატარებდნენ.
 
ვერცხლი უკვე 6 000 წელია აქტუალობას ინარჩუნებს და განსაკუთრებული ადგილი უკავია ადამიანის ცხოვრებაში. და მაინც, რა არის მასში ისეთი, რის გამოც, ის არ დაივიწყეს და საიუველირო მაღაზიებში, ოქროს გვერდით, ადგილი საფუძვლიანად დაიმკვიდრა?!
 
ვერცხლი, მაგიური და ჯადოსნური თვისებების გამო, ყოველთვის იდუმალებით იყო მოცული. მუსულმანურ ქვეყნებში, მდიდრები ჰარემებში ვერცხლის მასაჟორებს იყენებდნენ, კანის გასაახალგაზრდავებლად და სილამაზის შესანარჩუნებლად. შვეიცარიაში კბილის ტკივილის დროს, ვერცხლის მონეტას იდებდნენ პირში. ხოლო, ეკატერინე II - ის ფავორიტმა გრაფმა ორლოვმა, იცოდა რა ვერცხლის სამკურნალო თვისებების შესახებ, მხოლოდ ვერცხლის ჭურჭელს იყენებდა. ბევრ ერს ტრადიციად ჰქონდა ვერცხლის თილისმების და სამკაულის ტარება. მაგალითად, ძველ ირანში თვლიდნენ, რომ ვერცხლის სამკაულის ტარება, იმუნიტეტს აძლიერებდა და სხეულს აახალგაზრდავებდა. ხოლო ინგლისელი კოლონიზატორები, ინდოეთში, წყალს მხოლოდ ვერცხლის მათარიდან სვამდნენ და კუჭ-ნაწლავის დაავადებები ბევრად უფრო იშვიათად ემართებოდათ, ვიდრე უცხო ქვეყანაში ჩასულ, რიგითი ინგლისელებს. 
 
ვერცხლი მართლაც რომ საოცარი ლითონია – ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც სამეცნიერო კვლევების ჩატარების შემდეგ, დადასტურდა საუკუნების სიღრმიდან მოსული ინფორმაცია, ამა თუ იმ ნივთის მაგიური თვისებების შესახებ.