18K-იანი ოქროთი მოოქროვილი ჩიტუნები, შემოსკუპებულნი არიან უმაღლესი სინჯის ვერცხლის ტოტზე. ნატიფი ტოტი შემოეხვევა შუა თითს, მეორე ბოლოს კი არათითზე ჩამოდებს. ჩვენმა ოქრომჭედელმა ზედმიწევნით იმუშავა ბეჭდის თითოეულ დეტალზე, დაწყებული ტოტის ზედაპირიდან, დამთავრებული ჩიტების თვალებამდე. „ჩიტების პაემანი“ მართლაც რომ საოცარი სანახავია!